როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29-30 სექტემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29-30 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, 28-30 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1-ელ ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს.

"ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება," - ნათქვამია ინფორმაციაში.