საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-ს შეადგენს. 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

კარატინის რეჟიმშია 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იხილეთ ასევე: კორონავირუსით 32-ეპაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა