კორონავირუსით 32-ეპაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა
კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო.
მინისტრის თქმით, გამოიკვეთა, რომ ვირუსით გარდაცვალების ასაკი გაახალგაზრდავდა.
"ინტერპრესნიუსი"