"დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან" - რას აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
"დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან" - რას აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში 400-ზე მეტი ადამიანი კორონავირუსისგან განიკურნა.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, რეგიონში ეპიდვითარება არის რთული, თუმცა აბსოლუტურად მართვადი.

"არც ერთი პაციენტი არც ერთი კოვიდინფიცირებული ძირითადი სამედიცინო სერვისის გარეშე არ გვყავს. აჭარაში მთელი რიგი ახალი პროტოკოლები ამოქმედდა. დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება კოვიდ სტატუსთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს გამოჯანმრთელების კრიტერიუმებს და დღეს 400-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვეყოლება, რომლებიც კოვიდ - სასტუმროებიდან და კლინიკებიდან გაეწერებიან.

ყველა ახალ კოვიდინფიცირებთან შესაბამისი რეაგირება ტარდება,როგორც
გადაუდებელი ასევე ჰოსპიტალურ ნაწილში. პაციენტებს, რომლებსაც მსუბუქ ფირმებში აქვთ, მათი ოჯახში მართვა ხდება.

ბოლო დღეებში აბსოლუტურად გავმართეთ ცხელი ხაზი და რეაგირების მექანიზმები, რაც გულისხმობს არსებული ხარვეზები მინიმუმამდე დავიყვანოთ და ასევე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ცხელ ხაზზე შესაბამისი სერვისები მიიღონ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში
ეპიდსიტუაციის გამო მიღებულ შეზღუდვებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში გადახედავს.

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, მთავრობას ათდღიანი პერსპექტივა სჭირდება, რომ სკოლებსა და ბაღების ამოქმედებაზე გადაწყვეტილება მიიღონ.

"მოსახლეობას მინდა მადლობა გადავუხადო, მათ გვერდში დგომას ბოლო დღეებში განსაკუთრებით ვგრძნობთ. ჩვენ მოგვიწია დროებით შემზღუდავი ღონისძიების შემოღება, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო შეზღუდვას, როგორც ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საქალაქთაშორისო გადაადგილებას. მოსახლეობის უმრავლესობა გაგებით ეკიდება და მათ მადლობას ვუხდი. ჩვენს ერთიანობაზე არის დამოკიდებული რამდენად მალე დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას. ეს შეზღუდვები არის დროებით და რამდენიმე დღეში ინფიცირების დინამიკას გადავხედავთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ შემზღუდავი ღონისძიების გაგრძელების, შეჩერების ან სხვა ფორმით გავრცელების თაობაზე. ასევე, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება ერთკვირიანი, ათ დღიანი პერპექტივა, რომ ზუსტად გავზომოთ ის რისკები, რომელიც უკავშირდება ამ პროცესის აღდგენას და ანალიზის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას",- განაცხადა რიჟვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

ებლაყუნებიან
28 სექტემბერი 2020 23:06
მათ ჰგონიათ ხალხი არჩევნებზე არ მივა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები