ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - 16 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა - 16 წლის გოგო ადგილზე დაიღუპა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. შედეგად 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, არასრულწლოვანი შეჯახების შედეგად მიღებული პოლიტრავმებისა და თავის ტვინის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა

"ინტერპრესნიუსი"