რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგონა ემსხვერპლა.არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. შედეგად 16 წლის გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, არასრულწლოვანი შეჯახების შედეგად მიღებული პოლიტრავმებისა და თავის ტვინის დაზიანების შედეგად გარდაიცვალა"ინტერპრესნიუსი"