ვინ იყო კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი - კვირის პალიტრა

ვინ იყო კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი მკურნალობის კურსს საჩხერის საავადმყოფოში გადიოდა.

70 წლამდე ასაკის მამაკაცი საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული "კოვიდ 19"-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს.

მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

"პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", -ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.