ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი? - კვირის პალიტრა

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი?

კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი, 79 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

პაციენტს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა.

პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"ინტერპრესნიუსი"