თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია - კვირის პალიტრა

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარია

თბილისში, ახვლედიანის ქუჩის 14 ნომერში მდებარე ერთ-ერთი შენობაში ხანძარია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე სახანძროს 7 ეკიპაჟია მობილიზებული.

მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია მათთან არ შესულა.

"ინტერპრესნიუსი"