"მთავარი არხის" ჟურნალისტი ძალიან ცუდად არის" - რას აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი? - კვირის პალიტრა

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ძალიან ცუდად არის" - რას აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი?

"ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზერ სულეიმანოვის განცხადებით, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებისას "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მამა-შვილი გია და ლაშა გველაძეეები დაშავდნენ. ასევე დაშავებულია "მთავარი არხის“ ადგილობრივი კორესპონდენტი ჯეიჰუნ მუჰამედ ალი.

აზერ სულეიმანოვი მომხდარს "ქართულ ოცნებას“ უკავშირებს.

"ჩვენი პარტიის ცესკოს წარმომადგენლის გივი გველაძის მანქანა იყო გაჩერებული, რა დროსაც ადგილზე "ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტი მივიდა.კონკრეტულად კი საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ გინება დაიწყო. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე კაცი მოვიდა, მათ შორის იყვნენ სპორსტსმენებიც, რომლებმაც დაიწყეს ფიზიკური დაპირისპირება. შედეგად დაშავდა გივი გველაძე და მისი შვილი. ისინი საავადმყოფოში არიან. ავტომობილი კი ბოლომდე განადგურებულია.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინა "მთავარი არხის“ ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედ ალის დაუპირისპირდნენ, ძალიან ცუდად არის. მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება "ქართული ოცნების“ მხრიდან განხორციელდა“, - განაცხადა სულეიმანოვმა.

"ინტერპრესნიუსი"