"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში..." - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები - კვირის პალიტრა

"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში..." - ვინ არიან გორთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდები

თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტობანზე მოძრავი "ნისანის" მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა.

შემთხვევის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო. დაშავებული ახალგაზრდას მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კომატოზურ მდგომარეობაში, პოლიტრავმით შემოვიდა. პაციენტს აღენიშნება ქალა- ტვინის ტრავმა, დაჟეჟილობა, მარჯვენა მხრის მოტეხილობა, მუცლის ღრუს ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. უტარდება ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება", - განაცხადა კლინიკა „გორმედის“ კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, უმძიმესი ავარიის შედეგად გარდაცვლილები არიან 24 წლის გიორგი კაპანაძე და 27 წლის როინი ელბაქიძე არიან. ისინი ავჭალაში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ სწორედ ავჭალელები წერენ "ფეისბუქზე" და უსამძიმრებენ გარდაცვლილთა ოჯახებს.

"დიდი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს უბანში. ავტობანზე მომხდარ ავარიას ორი ავჭალელი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. ტრაგიკულად დაიღუპნენ როინი ელბაქიძე და გიორგი კაპანაძე. იხილეთ სრულად