როგორია მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ექიმის განხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდნტის დროს დაშავებული პირების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"პირველ პაციენტთან ცხვირის ძვლის მოტეხილობა, მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, დაზიანებებიაა სახის არეში. ორივე პაციენტი ამ დროისთვის რჩება კლინიკაში. მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ხვალ გაეწერებიან.

ხოლო რა შეეხება მესამე პაციენტს ის უკვე გაეწერა", - განაცხადა ექიმმა.

ექიმის განმარტებით, უგონო მდგომარეობაში არც ერთი პაციენტი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, მარნეულში"ქართული ოცნებისა“ და"ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია"მთავარის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

"ინტერპრესნიუსი"