"იცით ჯეიხუნი რომელი ბიჭია? საოცარი მისალოცი რომ დაუწერა საქართველოს პატრიარქს..." - რას წერს მარნეულში დაშავებულ ჟურნალისტზე ნათია კუპრაშვილი? - კვირის პალიტრა

"იცით ჯეიხუნი რომელი ბიჭია? საოცარი მისალოცი რომ დაუწერა საქართველოს პატრიარქს..." - რას წერს მარნეულში დაშავებულ ჟურნალისტზე ნათია კუპრაშვილი?

მარნეულში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ფიზიკურად გაუსწორდნენ ტელეკომპანია"მთავარის" 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს.

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე და ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი მარნეულის ინციდენტის დროს დაშავებულ "მთავარი არხის" ჟურნალისტ ჯეიხუნ მუჰამედალის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"იცით ჯეიხუნი რა ბიჭია? ერთგზის მეგონა, რომ ჟურნალისტიკის და ქართულის სწავლა ასე მონდომებით და წარმატებით დედის გამო შეძლო, სულ ცდილობდა ოჯახს შეშველებოდა. იცით ჯეიხუნი რომელი ბიჭია? საოცარი მისალოცი რომ დაუწერა საქართველოს პატრიარქს, როგორც მუსლიმმა და მთელი სოც-ქსელი მის ამ მილოცვას დაატარებდით

ჩაგიხედავთ ჯეიხუნის თვალებში, როგორ უბრწყინავს, როცა სამშობლოზე, საქართველოზე საუბრობს

იცით ჯეიხუნს ადამიანებს შორის ხიდების აგების საოცარი ნიჭი რომ აქვს? აი, ამ დღეებშიც სულ მეგონა, რომ ყარაბაღის გამო ერთმანეთისგან ცოტა დაშორებულ სომეხ და აზერ საქართველოს მოქალაქეებს ,ისევ ჯეიხუნი აძლევდა მაგალითს, მშვიდობის სასარგებლოდ.

ჯეიხუნი მუშაობს , სულ, სულ მუშაობს, სხვებს რომ ჰქონიათ ისვენებს, მაშინაც მუშაობს, თარგმნის, წერს, დამოუკიდებელ პროექტებზე ფიქრობს და მაინც სულ ასწებს უყვარდეს და ყველას ვინც უყვარს ყურადღებას აქცევდეს.

არ ვიცი ამას რატომ ვწერ, ან ამ ვიდეოს რატომ გიზიარებთ, რას გიმტკიცებთ, რას ველი ... საშინელი ბრაზი მახრჩობს, მარტო იმის გამო არა, რომ ის, როგორც ჟურნალისტი და კიდევ ოპერატორები მთავარი და პირველი არხიდან სცემეს, არამედ იმის გამოც, რომ ჯეიხუნს თავზე მეტად , რომელშიც მიპარვით ჩაარტყეს, გული ეტკინებოდა, მისი კეთილი გული"- წერს ნათია კუპრაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:"არც მე მავიწყდება, როდესაც მას ჩავეხუტე..." - რას წერდა ჯეიხუნ მუჰამედალი საქართველოს პატრიარქს საიუბილეო მილოცვაში

წყარო