საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 2324-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში - 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 კოვიდ სასტუმროში- 869

ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო