"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო, მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა, ორი პირის ამოცნობა შემიძლია" - რას ყვება "მთავარი არხის" ჟურნალისტი
"ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა იქიდან გამესწრო, მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა, ორი პირის ამოცნობა შემიძლია" - რას ყვება "მთავარი არხის" ჟურნალისტი
„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორის ამოცნობა შეუძლია.

„თავს დამესხნენ იმ ადამიანების იდენტიფიცრება ჩემთვის რთულია. ვინც იყო თავდაპირველად აგრესორი და ლანძღვა-გინებით ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით რომ წამოიწია, მე მხოლოდ იმ ადამიანს ვხედავდი. ჩემ მარჯვნივ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მუშტი დააქნია, კამერას რომ შეეხო ვუთხარი, კამერას ნუ ეხები -მეთქი, იმ დროს ვიგრძენი 5-6 მუშტი, ერთდროულად
დამარტყეს. ამ დარტყმის შემდეგ მე დავვარდი, ადგომას ვაპირებდი და კიდევ ერთი წიხლი ვიგრძენი უკნიდან. რკინა და ხეა, იქ ჩამსვეს და იქ მირტყამდნენ. უკნიდან რომ ჩამარტყეს თვალთ დამიბნელდა და ვიფიქრე, თუ არ ავდგები მომკლავდნენ. ასეთი შეგრძნება მქონდა. მიკროფონი სად დამივარდა... ოპერატორს რა მოუვიდა... ოპერატორის კივილი მახსოვდა
მხოლოდ. ხოხიალით ამოვედი იქიდან, 20 მეტრი ძლივს ამოვედი, ისე უმოწყალოდ მცემდნენ ერთი სული მქონდა გამესწრო იქიდან. მინიმუმ 5-6 კაცი მცემდა. გამოვედი იქ, კიბეებია, ამოვედი თუ არა ვიყვირე პოლიცია სად ხარ და ასფალტზე დავეცი. გონება მთლიანად არ დამიკარგავს. გვერდით იყვნენ სამართალდამცავები, სადაც მე დავეცი. 5 წუთით ადრე, ჩემს დაცემამდე, ოპოზიციის ხალხი დაასისხლიანეს, მანქანა დაამტვირეს. ზუსტად იქ დავეცი მე. გარშემო იყვნენ პოლიციელები. როგორ ვერ დაინახეს... 3-4 წუთის განმავლობაში გვცემდნენ. მე ორი პიროვნების ამოცნობა შემიძლია, ერთ-ერთი კადრშიცაა მოხვედრილი. მე ამ ხელისუფლების სამართალდამცავებისგან კარგს და სამართლიანობას არაფერს ველი. ორი კვირის წინ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, დაჭერით, მოკვლით, საქმის გარჩევით მემუქრებოდა. რა რეაგირება იყო? პირიქთ, იმ ადამიანის თამადობით თავს დაესხნენ სხვას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?