"ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს"
"ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევების მატებას ხსნის.

მისი თქმით, ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი ძნელია, თუმცა სტატისტიკა საგანგაშო არაა.

"თითოეული ადამიანის სიკვდილი არის ტრაგედია და მისი ოჯახისთვის ეს არ არის პროცენტი. ის არის 100%. მე ძალიან მიჭირს ხოლმე პროცენტებზე საუბარი, მაგრამ თუ საქართველოში, სანამ მატება დაიწყებოდა, პირველ 1900 ინფიცირებულ პაციენტზე 19 გარდაცვალება დაფიქსირდა, დღეს ამას 4000-ზე მეტი პაციენტი დაემატა.
ანუ ორჯერ მეტი პაციენტიდან არის ისევ დამატებით 19 გარდაცვლილი. ადამიანების სიცოცხლეზე ლაპარაკი ძნელია პროცენტებით, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს", - განაცხადა იმნაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რა არის კოვიდშემთხვევების მატების მიზეზი საქართველოში?