უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს
30-09-2020
უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა, გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეიდან ამოქმედებული გამოჯანმრთელებულთა კრიტერიუმების მიხედვით, უსიმპტომო პირს 10 დღის შემდეგ შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს.

სწორედ ამ მიზეზით ახსნა თამარ გაბუნიამ დღეს გამოჯანმრთელებული მოქალაქეების სიმრავლე.

როგორც მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამოჯანმრთელებული პაციენტების ოდენობა მომდევნო დღეებშიც მაღალი იქნება.

„საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე აჭარაში ნამდვილად არაა. დღეს 110 საწოლია თავისუფალი. ასევე, გეტყვით, რომ ძალიან მაღალი იყო დადასტურებული შემთხვევები სექტემბრის შუარიცხვებიდან. უკვე ორასამდე მივედით.
ეს რიცხვები ერთმანეთს დაემატა. გამოჯანმრთელების ახალი კრიტერიუმები ამოქმედდა დღეს დილიდან. რაც ნიშნავს, რომ თუ უსიმპტომოა პირი, 10 დღის გასვლის შემდეგ მას შესაძლოა გამოჯანმრთელებულის სტატუსი მიენიჭოს. აქ საქმე გვაქვს გამოჯანმრთელების სტატუსი მინიჭებასთან, როცა 2 ან 3 დღის ინფიცირებულებს ერთდროულად მიენიჭათ გამოჯანმრთელების სტატუსი და ამდენად ეს მაჩვენებელი
მაღალია. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ასევე მაღალი იქნება გამოჯანმრთელებულების მაჩვენებლები, რადგან მაღალი იყო გასული 10-12 დღის განმავლობაში ინფიცირებულების ოდენობა“, - განაცხადა გაბუნიამ.


"ინტეპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები