ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?
30-09-2020
ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?
სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის (სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დად­გე­ნის) სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წილ­ში უცხო ქვეყ­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გა­და­ცე­მის­კენ მი­მარ­თუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბამ გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, კო­მი­სი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი არა­მარ­თლზო­მი­ე­რად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის სა­ზი­ა­ნოდ შე­თან­ხმდა.

სა­უ­ბა­რია კო­მი­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე 2006-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ახალ­მა კარ­ტოგ­რა­ფი­ულ­მა მა­სა­ლებ­მა 2006-2007 წლის
შე­თან­ხმე­ბა შეც­ვა­ლოს.
"ჩვე­ნი მხრი­დან მო­ძი­ე­ბუ­ლია ახა­ლი და­მა­ტე­ბი­თი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლე­ბი და მო­წო­დე­ბუ­ლია აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის. ამ მა­სა­ლე­ბის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბის შე­დე­გად, არ გა­მოვ­რი­ცხავ 2006-2007 წლებ­ში მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­და­ხედ­ვა გახ­დეს სა­ჭი­რო. ვი­მე­დოვ­ნებ, გვექ­ნე­ბა პროგ­რე­სი. კო­მი­სი­ამ ეს სა­კი­თხი ორ­მხრი­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს, ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლოდ. ორი­ვე მხა­რეს კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი მიდ­გო­მა აქვს ამ სა­კი­თხზე",- გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კი, რომ­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­შიც მუ­შა­ობ­და კო­მი­სია ამ­ბობს, რომ ის, რაც და­ვით­გა­რეჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცი­აა.

"ის, რაც იკად­რეს ჩვე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგლის, ჩვე­ნი უწ­მინ­დე­სი ად­გი­ლის, გა­რე­ჯის მი­მართ, ეს არის დიდი ხნის წინ და­გეგ­მი­ლი პრო­ვო­კა­ცია. სხვა­თა შო­რის, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა. მინ­და გი­თხრათ, რა აქვთ მათ ამ პრო­ვო­კა­ცი­ის შემ­დე­გი ეტა­პე­ბი - ისი­ნი აპი­რე­ბენ, ჯერ ალა­პა­რა­კონ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე მან­ჯგა­ლა­ძე, რო­მე­ლიც იტყვის, რომ მან რა­ღაც და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო ჩემ­გან თუ სხვის­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გას­ხვი­სე­ბის­თვის, შემ­დეგ ისი­ნი აპი­რე­ბენ გა­მო­იყ­ვა­ნონ მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იტყვი­ან, რომ ამ მი­წე­ბის გას­ხვი­სე­ბის­თვის ფული გა­და­ი­ხა­დეს, 60 თუ 80 მი­ლი­ო­ნი, რაც და­ი­ბა­დე­ბა ФСВ-ს პრო­პა­გან­დის­ტე­ბის და ივა­ნიშ­ვი­ლის თავ­ში. მერე ამა­ზე აა­გე­ბენ მთელ ამ­ბავს, რომ ჩვენ ქარ­თუ­ლი მიწა გავ­ყი­დეთ" - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ვინ იყ­ვნენ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის დე­მარ­კა­ცი­ის სა­კი­თხზე 2006-2007 წლებ­ში მუ­შა­ობ­დნენ? - ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია matsne.gov.ge-ზედა ირ­კვე­ვა, რომ კო­მი­სი­ა­ში 10 პირი იმ­ყო­ფე­ბო­და.

ესე­ნი იყ­ვნენ:

გი­ორ­გი მან­ჯგა­ლა­ძე – სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე იხილეთ სრულად

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ 28 ნოემბრიდან დაწესებულ შეზღუდვებს?