"მარტოობის არ მეშინოდა, მაგრამ რთული პერიოდი იყო"
"მარტოობის არ მეშინოდა, მაგრამ რთული პერიოდი იყო"
მანანიკო ცენტერაძე საზოგადოებამ პროექტიდან - "ჩვენ ვარსკვლავები ვართ" - გაიცნო და შეიყვარა. მან არა მხოლოდ ჟიურის დაამახსოვრა თავი ნიჭიერებითა და გამორჩეული გარეგნობით, არამედ ბევრი ადამიანის გულიც დაიპყრო და პროექტის წარმატებული მონაწილეც გახდა.

მანანიკო ქალაქ ფოთში დაიბადა და თავის უკეთ დამკვიდრების მიზნით, ოჯახთან ერთად თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა. ის გვიყვება, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება კონკურსის შემდეგ და როგორია ემიგრანტი დედის შვილობა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"19 წლის ვიყავი,
როდესაც დედა ესპანეთში წავიდა საცხოვრებლად, შემდეგ მამა და ძმაც წავიდნენ. მარტოობის არ მეშინოდა, მაგრამ რთული პერიოდი იყო, - ბევრი კარგი რამ ხდება შენს ცხოვრებაში, სახლში მისულს კი არავინ გხვდება სიხარულის გამზიარებელი, რთულია. დედა ყოველთვის გინდა, გჭირდება და მასთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე წარმოუდგენელია, სრულფასოვნად და კარგად
იგრძნო თავი..."

"მათი მონატრება ყოველთვის ჩემში ცხოვრობს. ძნელია ემიგრანტის ოჯახის წევრობა. მუდმივად სიცარიელის შეგრძნება მაქვს. სოციალური ქსელით ურთიერთობა უკვე მოსაბეზრებელია. ძმა ამერიკაში მყავს, მშობლები - ბარსელონაში. მოგეხსენებათ, რომ დროში სხვაობა გვაქვს და ერთმანეთის დალოდება გვიწევს. მე არ შემიძლია ნებისმიერ დროს მათთან დარეკვა, რადგან სამსახურში არიან და შეიძლება იმ დროს სალაპარაკოდ არც ეცალოთ. ყველაზე ახლობლებს ვერ ვუზიარებ ჩემს ემოციას, შორს ყოფნის გამო..."

"ვერ ვიტყვი, რომ ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, კონკურსი მხოლოდ ვოკალური მონაცემების გამოვლენა არ არის, ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა, რასაც მყარი ფსიქიკა და შესაბამისი განწყობა სჭირდება. ვფიქრობ, იმ კონკურსებისთვის მზად არ ვიყავი, თან, ერთიც არის - ხანდახან უნდა გაგიმართლოს, იღბალიც ხომ მნიშვნელოვანია..."

"როდესაც ნიჭი და ვიზუალი თანხვედრაშია, ესე იგი, ძალიან გაგიმართლა. მოგეხსენებათ, ღიმილს რა შეუძლია. შესაბამისად, ეს სცენაზე დიდი უპირატესობაა..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველი ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ფიქრია რობაქიძე

ლალი ცენტერაძე
04 ოქტომბერი 2020 09:15
ბედნიერება, წარმატებები და წინსვლა არ მოჰკლებოდეს მანანიკოს, როგორც შემოქმედებით,ასევე პირად ცხოვრებაში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები