"ქალი ლამაზი მაშინ არის, როცა მკვრივი სხეული აქვს..." - კვირის პალიტრა

"ქალი ლამაზი მაშინ არის, როცა მკვრივი სხეული აქვს..."

"კვებასთან დაკავშირებით, კვირაში ერთხელ ვხულიგნობ"

მხიარული რამილიას თავის მოვლის წესები

ამჯერად, რამილია ალიევას, რომელსაც საზოგადოება ტელეწამყვანის და ასევე, "მასტერშეფის" მონაწილის ამპლუაში იცნობს, ცხოვრების სტილით დავინტერესდით. გავარკვიეთ, საქმიანი რეჟიმის პარალელურად, თავის მოვლას როგორ და რა მეთოდებით ახერხებს, რა არის მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალება და რას გეგმავს კულინარიასთან დაკავშირებით...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"უკვე სკოლის პერიოდიდან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა. თან, კლასში ყველაზე მაღალი გოგო გახლდით, ყოველთვის გრძელი თმა მქონდა. შესაბამისად, ყურადღებას ვგრძნობდი..."

"ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს თითქმის არ ვიკეთებ. ვიტარებ სახის კანის, ტანის მოვლის პროცედურებს. მაგალითად, სახეს საპნით არასოდეს ვიბან - ყოველთვის სპეციალურ დასაბან საშუალებებს ვიყენებ. ნელთბილი წყლით ვიბან. ძირითადად, სახის კანის გასაწმენდად კორეულ კოსმეტიკას ვიყენებ. შესაძლოა, ძვირად ღირებული ბრენდი არ იყოს, მაგრამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ზუსტად "მუშაობს"...

"არსებობს კოსმეტოლოგი, რომელთანაც პირადი ნდობა მაკავშირებს. სხვათა შორის, თავად მეუბნება, - ჯერჯერობით არაფერი გჭირდებაო. ესეც გენების შერწყმის შედეგია: აზერბაიჯანული, ქართული და კიდევ რამდენიმე ეროვნების სისხლი მირევია. კარგი გენეტიკის დამსახურებაა, რომ კარგი კანი მაქვს..."

"ძირითადად, კალორაჟს ვაქცევ ყურადღებას - დღის განმავლობაში რამდენი კალორია მივიღე. კვებასთან დაკავშირებით, კვირაში ერთხელ "ვხულიგნობ" - იმას მივირთმევ, რაც მინდა... 6 წელია, ინტერნსიურად ვვარჯიშობ. ვარჯიშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელია, გამხდარი იყო, მაგრამ მკვრივი - არა. ქალი ლამაზი მაშინ არის, როცა მკვრივი სხეული აქვს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" პირველ ოქტომბრის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი