"თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია" - კვირის პალიტრა

"თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა.

კითხვაზე, თუ რით არის განპირობებული თბილისში არსებული სტაბილური ეპიდვითრება და არის თუ არა ეს დაკავშირებული რეგულაციების უფრო მეტად დაცვაზე სხვა რეგიონებთან შედარებით, მარინა ენდელაძე განმარტავს, რომ თბილისში " დაიჯერა ხალხმა მართლა რომ არის კოვიდინფექცია".

"სავარაუდოდ ასეა, გუშინდელთან შედარებით არის მომატებული, მაგრამ მაქსიმალური დატესტვა მიდის და ეს ამის შედეგია. ვფიქრობ, თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია",-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებას ეპიდვითარების ფონზე, მარინა ენდელაძის თქმით, სკოლებიდან ინფეციის მასიური გავრცელება არ უნდა მოხდეს.

"აუცილებელია რეგულაციეიბს დაცვა, როგორც ვიცი, სკოლები მზად არიან იმისთვის, რომ მაქსიმალურდ შეძლონ რეგულაციების დაცვა, ვფიქრობ, არ უნდა იყოს სკოლებიდან ვირუსის მასობრივი გავრცელება",-განაცხადა ენდელაძემ.

იხილეთ ვიდეო