"თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას" - კვირის პალიტრა

"თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას"

ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა გიორგი ბერიძემ,  ინფექციური საავადმყოფოს  დირექტორ თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე.

"თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე და აგრძელებს დაკისრებული მოვალეობის შესრულებას" - განაცხადა გიორგი ბერიძემ.

ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებდა.