ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი, დაშავდა
01-10-2020
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი, დაშავდა
გორი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი, დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონაა.

მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილში მყოფმა ორმა მგზავრმა, ბებიამ - შუა ხნის ქალმა და შვილიშვილმა , 4 წლის გოგონამ - სხეულის ტრავმული დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგონას, რომელსაც ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება, ცოტა ხანში, კატასტროფული მედიცინის ცენტრი თბილისში,
სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თვის კითხვადი სტატიები