საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 295 პაციენტი განიკურნა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 295 პაციენტი განიკურნა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 295 პაციენტი განიკურნა და მათი რაოდენობა 3 714-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 43-ია.

"ინტერპრესნიუსი"