ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები, რომლებიც მკურნალობას კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში გადიოდნენ - კვირის პალიტრა

ვინ არიან კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები, რომლებიც მკურნალობას კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში გადიოდნენ

კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობის კურსს კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში გადიოდნენ, თანმდევი დაავადებები ჰქონდათ . 78 წლის ქალს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად აღენიშნებოდა ხორხის სიმსივნე.

რაც შეეხება 72 წლის მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.

პაციენტები კლინიკაში 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.

„ აღნიშნული პაციენტების შემთხვევაში ფატალური შედეგის დადგომა თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმა გამოიწვია. მედიკოსების მაქსიმალური მცდელობისა და გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”-აცხადებს კლინიკა „ბომონდის” კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

"ინტერპრესნიუსი"