სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით - კვირის პალიტრა

სად დაფიქსირდა კორონავირუსის ყველაზე დიდი მაჩვენებელი, როგორია სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევიდან 297 აჭარაში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 კრიტიკულად მძიმე პაციენტია , აქედან 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„აჭარაში გახლავთ 297 ახალი შემთხვევა, თბილისში - 78 პაციენტია, იმერეთში - 52 ახალი შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო ზემო-სვანეთში, გურიასა და შიდა ქართლში 6-6 პაციენტია, ქვემო ქართლში გახლავთ 2 პაციენტი, კახეთში - 3, მცხეთა-მთაიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთში-1“, - განაცხადა ენდელაძემ.

"ინტერპრესნიუსი"