"ზუსტად ერთი წლის წინ დილით შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი..." - კვირის პალიტრა

"ზუსტად ერთი წლის წინ დილით შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი..."

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში გია ყანჩელის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ზუსტად ერთი წლის წინ დილით შევიტყვე რომ ვეღარასოდეს ვნახავდი...  აწი მხოლოდ ვგრძნობ მას და მის შექმნილ შედევრებს ვასრულებ. მე გამიმართლა, რომ მუდამ შემიძლია შევეხო გია ყანჩელის სულიერ სამყაროს, მაგრამ ტკივილისა და მონატრების გრძნობას ვერაფერი ამსუბუქებს..." - წერს ნილოზ რაჭველი

ინფორმაციისთვის, შარშან, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. კომპოზიტორი ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში იყო გადაყვანილი.

წყარო