რა ეწერა სა­სა­მარ­თლოს­თვის გაგ­ზავ­ნი­ლ წე­რი­ლში შაქარაშვილის დედას - კვირის პალიტრა

რა ეწერა სა­სა­მარ­თლოს­თვის გაგ­ზავ­ნი­ლ წე­რი­ლში შაქარაშვილის დედას

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, შაქარაშვილის დედის, თამუნა შალვაშვილის მიერ სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილი, საკმაოდ ემოციურია.

როგორც გუგუტიშვილი განმარტავს, შალვაშვილმა წერილში ბრალდებულებთან დაკავშირებით მისი პოზიციაც დააფიქსირა.

"დღევანდელ სასამართლო პროცეზე სასამართლომ გააჟღერა, რომ მიღებული იყო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის დედის წერილი, სადაც ქალბატონი გამოხატავდა პოზიციას, რომ მისთვის უკიდურესად მძიმე იყო წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და მიეცა ჩვენება.

მისთვის მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სცოდნოდა პოზიცია და ქალბატონ თამარ შაქარაშვილის წერილში დაფიქსირებული იყო, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე - 6 არასრულწლოვნის მიმართ მათთვის წარდგენილი ბრალდების ფარგლებში სასამართლოს მიეღო მკაცრი გადაწყვეტილება. საკმაოდ ემოციური წერილი იყო. წერილში დაფისქირებული იყო, რომ მისთვის მძიმე იქნებოდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული პირების ნახვა და სასამართლოსთვის ასეთ მოცემულობაში ჩვენების მიცემა. იხილეთ სრულად