დოჩანაშვილი, გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე, ეზუგბაია და... - კიდევ ვის მიენიჭათ საპატიო თბილისელის წოდება - კვირის პალიტრა

დოჩანაშვილი, გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე, ეზუგბაია და... - კიდევ ვის მიენიჭათ საპატიო თბილისელის წოდება

2020 წლის საპატიო თბილისელის წოდება ქართველ კლასიკოსს, მწერალ გურამ დოჩანაშვილსა და პანდემიასთან მებრძოლ ცხრა ექიმს მიენიჭა.

მათ შორისაა: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების გამგე მარინა ენდელაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია, თბილისის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის იგივე რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი; თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ განყოფილებათა კათედრის ხელმძღვანელი ელზა ვაშაკიძე, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია.

საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა. წლევანდელი "თბილისობა" მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა. თბილისის მერიამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

ფოტოები: მანანა თოქმაჯიშვილი

იხილეთ ვიდეო