ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია, ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდობით ავრცელებს.

ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 145 ადამიანი იმყოფება. მძიმე მდგომარეობაშია 18 ადამიანი, 55 საშუალო სიმძიმისაა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა საერთო ჯამში 1716 შეადგინა. გამოჯანმრთელდა 621 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"