ქუთაისის საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლაში სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა - კვირის პალიტრა

ქუთაისის საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლაში სწავლება ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

ბოლო 24 საათში საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ორი ქუთაისს უკავშირდება.

კორონავირუსი 31-ე საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლება ისევ დისტანციური რეჟიმზე გადავიდა.

დაინფიცირებული მოსწავლეების მასწავლებლები და თანაკლასელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფიცირების წყარო უცნობია.

დღეს იმერეთში კორნავირუსის 63 შემთხვევა გამოვლინდა.

"ინტერპრესნიუსი"