"თბილისში კორონავირუსის ისეთივე აფეთქება იქნება, როგორც ბათუმში" - კვირის პალიტრა

"თბილისში კორონავირუსის ისეთივე აფეთქება იქნება, როგორც ბათუმში"

„თუ არ ვცდები 1 ან 2 სექტემბერი იქნებოდა, როდესაც ბათუმში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაფიქსრიდა, მაშინ ვთქვი, რომ შემთხვევათა რაოდენობა 300 გადააჭარბებდა - სამწუხაროდ ეს ასეც მოხდა. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე ხდება ამის პროგნოზირება“ - ამის შესახებ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ექიმმა და კლინიკა „მედალფას“ აჭარა-გურიის რეგიონული კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ განაცხადა.

„სავარაუდოდ თბილისში იქნება მნიშნელოვანი აფეთქება. რეალური კონტურები ისახება, რომ თბილისშიც ანალოგიური აფეთქება იქნება, როგორც ბათუმში.“ – განაცხადა ლევან ანთაძემ

ცნობისთვის ლევან ანთაძეს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ბინის პირობებში აგრძელებს მკურნალობას.