შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა - კვირის პალიტრა

შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ არველაძე სოციალურ ქსელ "facebook"-ის ანგარიშზე წერს.

"ბოლო ტესტის პასუხი უარყოფითია. კორონავირუსი დამარცხებულია. მადლობა ყველას, გამხნევებისთვის და თბილი კომენტარებისთვის. ყველას ჯანმრთელობას, ინფიცირებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შოთა არველაძეს კორონავირუსი 23 სექტემბერს დაუდასტურდა

"ინტერპრესნიუსი"