578 ახალი ინფიცირებული და 375 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში - კვირის პალიტრა

578 ახალი ინფიცირებული და 375 გამოჯანმრთელებული - როგორია კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 8696-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 375 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 4619 -ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის. "კოვიდ" სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.

კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 52-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო