კორონავირუსით გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცი ქუთაისში მკურნალობდა - კვირის პალიტრა

კორონავირუსით გარდაცვლილი 62 წლის მამაკაცი ქუთაისში მკურნალობდა

კორონავირუსული ინფექციით საქართველოში, ბოლო 24 საათში, მესამე პაციენტი გარდაიცვალა. 62 წლის მამაკაცი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა.

მამაკაცი კლინიკაში 24 სექტემბერს შევიდა და შესვლისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტს ორმხრივ მწვავე პნევმონიასთან და სუნთქვის მწვავე უკმარისობასთან ერთად, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აღენიშნებოდა.

„ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - აცხადებენ კლინიკაში.

კლინიკა „ბომონდში“ კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ამ დრომდე კლინიკაში ვირუსი 80-მა პაციენტმა დაამარცხა.

"ინტერპრესნიუსი"