"ამ საქმეში ბიძინა შეუდარებელია და ეს უნდა დავუფასოთ" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ამ საქმეში ბიძინა შეუდარებელია და ეს უნდა დავუფასოთ" - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილი და ფონდი "ქართუ" მუნიციპალიტეტს სრულიად უსასყიდლოდ ქალაქის ცენტრში გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე "ქართუს" დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება".

"დღევანდელი დღე თითოეული თბილისელისთვის, იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის, იპოდრომის

ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ "ქართუსა" და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ, ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მსურს პირადად მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს ამ მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის, სადაც გაკეთდება ცენტრალური პარკი.

კიდევ ერთხელ მინდა ვახარო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ამ ტერიტორიაზე გაშენდება თანამედროვე უნიკალური პარკი, რომელიც აუცილებლად იქცევა თბილისელების უსაყვარლეს ადგილად. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქალაქისთვის, რომლითაც ყველა, აქ მცხოვრები ადამიანი და ჩამოსული სტუმარი იამაყებს",- განაცხადა კალაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა:

"ნამდვილად დიდი საქმეა. ამ საქმეში ბიძინა შეუდარებელია და ეს უნდა დავუფასოთ.

გაანებოს პოლიტიკას თავი და ამის კეთების და შესაბამისი პოზიტიური დამოკიდებულების ფუფუნება ექნება მუდმივად და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ....", - წერს ხუხაშვილი "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: რა უპასუხა კახა კალაძემ კითხვას, გადადგება თუ არა თუ ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს