"პირველად ორი ტყუპი გვითხრეს, მეორე მისვლაზე, ექიმმა შენი მეუღლეც მოვიდესო, რომ გამსინჯა, მესამე ბავშვიც არისო, გაოგნებულები დავრჩით" - კვირის პალიტრა

"პირველად ორი ტყუპი გვითხრეს, მეორე მისვლაზე, ექიმმა შენი მეუღლეც მოვიდესო, რომ გამსინჯა, მესამე ბავშვიც არისო, გაოგნებულები დავრჩით"

მუჰამედი, მელინა და აბდულ ქერიმი - ეს პატარები გაურგაშვილების ოჯახში ნანატრი შვილები არიან. პატარებს მათი მშობლები 26 წელი ელოდებოდნენ.

ციალა მუზიკაშვილი და ანზორ გაურგაშვილი 20 წლის ასაკში დაქორწინდნენ. მშობლები კი ქორწინებიდან 26 წლის შემდეგ გახდნენ. ამბობენ, რომ ლოდინი მარტივი არ ყოფილა, თუმცა იმედი არსოდეს დაუკარგავთ.

თითქმის 25 წლის განმავლობაში ისინი ექიმიდან ექიმთან დადიოდნენ. იმედს აძლევდნენ, რომ შვილი აუცილებლად ეყოლებოდათ. თუმცა როცა 40 წლის ასაკს გადააბიჯეს მიხვდნენ, რომ შვილი ხელოვნური განაყოფიერების გზით უნდა გაეჩინათ და დრო ფუჭად აღარ დაეკარგათ. ექმის რჩევით, ისინი კიევში გაემგზავრნენ, პირველი და მეორე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ორსულობა მხოლოდ მესამე ცდაზე დადგა. ციალა მუზიკაშვილი ამბობს, რომ ყველა ურჩევდა, რომ ეს ფულის და დროის ფუჭად ხარჯვა იყო და მესამე ცდაც უშედეგო აღმოჩნდებოდა, უნდა შეგუებოდა აზრს, რომ შვილი არასოდეს ეყოლებოდა. თუმცა ის ყოველთვის დარწმუნებული იყო რომ დედა აუცილებლად გახდებოდა. 4 წლის წინ კი მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და გაურგაშვილების ოჯახში 3 ტყუპი დაიბადა.

"პირველი ცდა უშედეგო იყო, მერე მეორეც უშედეგო იყო. პირველი პასუხი ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, სულ მქონდა იმედი, რომ შვილი მეყოლებოდა. მეორე ცდის მერე გადავწყვიტე, რომ საერთოდ დავანებებდი თავს, მაგრამ მესამე ცდა უკვე ჩემი მეუღლის ინიციატივა იყო და მესამედაც ვცადეთ. არ მეგონა სამი თუ მეყოლებოდა, პირველად ორი ტუპი გვითხრეს, მეორე მისვლაზე შენი მეუღლეც მვოიდეს ეიქმა და თქვა რომ მესამე ბავშვიც არისო, გაოგნებულები დავრჩით.

იხილეთ ვიდეო