"მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას, ვმადლობ უფალს, რომ ეს მისია დამაკისრა" - კვირის პალიტრა

"მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას, ვმადლობ უფალს, რომ ეს მისია დამაკისრა"

მთელი ჩემი სიცოცხლე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას. მე ვმადლობ უფალს, რომ დამაკისრა ეს მისია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მისი დაჯილდოვების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თავისი მოღვაწეობის მთავარი მიზანი ქართველი ერის ერთობაა.

"მთავარი მიზანი ჩემი მოღვაწეობისა, ჩემი სულიერი შრომისა, არის მთლიანობა ქართველი ერისა, ჩვენი სახელმწიფოსი. ესაა მთავარი მიზანი და ამ ერთობაში ყოველთვის ჩვენი ერი მაძლევს ძალას. ყველას მადლობას მოგახსენებთ ამ დიდი წოდების მონიჭებისთვის“,- ბრძანა პატრიარქმა.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოში პატრიარქის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც სასულიერო აკადემიამ პატრიარქს ჰონორის კაუზას საპატიო დიპლომი გადასცა.

"ინტერპრესნიუსი"