თბილისი ცენტრალში, "ოქროს ბირჟის" 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
თბილისი ცენტრალში განთავსებულ "ოქროს ბირჟის“ 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ოქროს ბირჟის დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, პირველი ინფიცირებული თანამშრომლის ინფიცირების წყარო ოჯახი იყო.
"კორონავირუსი 5 თანამშრომელს დაუდასტურდა. ოქროს ბირჟა ხვალიდან ორი კვირის განმავლობაში დაიკეტება“, - აცხადებს ეთერ ყიფიანი.
"ინტერპრესნიუსი"