საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 58-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 549 პირს დაუდასტურდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა9245-ს შეადგენს.