"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ..."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს და წარმატებული კარიერა აქვს, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წიგნი დაწერა.

"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამას ვიტყოდი, მაგრამ უბრალოდ, ვიტყვი. წიგნი დავწერე. ჩემი აზრით, ძალიან პირადული და ამასთანავე, მნიშვნელოვანი, მათთვის, ვისაც 2020 წლის ახალი რეალობა აშინებს.

გაზაფხულზე, კარანტინის დროს დავფიქრდი, ვცდილობდი გამეგო რა ხდება ახლა"

წიგნის სახელწოდებაა "მომავალი დღეს“. ის ყველა ჩვენგანზეა, პირადულ და გლობალურ კრიზისზე, იმაზე, თუ როგორ ვიპოვოთ საკუთარი ადგილი "მესამე მსოფლიო ომის" შემდეგ და რა ცვლილებები იქნება ხელოვნებაში, ეკონომიკაში, პოლიტიკაში, განათლებასა და მეცნიერებაში" - წერს სოფო შევარდნაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. (წყარო)

იხილეთ ასევე: "მე მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი რუსეთი" - რას ჰყვება სოფო შევარდნაძე პუტინთან შეხვედრის შესახებ?