"კი ბატონო, ვიცით იმ ცხრა წლის განმავლობაში რა ხდებოდა, მაგრამ ახლა რა ხდება?!"
"კი ბატონო, ვიცით იმ ცხრა წლის განმავლობაში რა ხდებოდა, მაგრამ ახლა რა ხდება?!"
"მინდა ჩემმა შთამომავლობამ საქართველოში იცხოვროს. ეს ჩვენი სამშობლოა და არ უნდა ვფიქრობდეთ სხვაგან გაქცევაზე. მართალია, გვთავაზობენ, წავიდეთ და უცხოეთში ვიმუშაოთ იაფ მუშახელად, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნიდან არ წავალთ, აქ ვიქნებით და უფრო უკეთეს სახელმწიფოს ავაშენებთ, ვიდრე დღეს გვაქვს..."

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ერთი შეხედვით უზრუნველი, საკუთარ გარეგნობას გადაყოლილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის მთავარი საზრუნავი კარგი კოსმეტიკის შეძენა და პრესტიჟული სალონების სტუმრობაა, თუმცა ეს პირველი შთაბეჭდილებაა. შესაძლოა, ყველამ არ იცოდეს, რომ ქალბატონმა
ეკამ თელავის რაიონის სოფელ ართანაში სახლი იყიდა, ვენახი გააშენა და ახლა საკუთარ მამულში მოწეული ყურძნისაგან კარგი ღვინის დაწურვას აპირებს.

- იმ ხალხმა, ვისაც ჰგონია, რომ თავის­ მოვლას დიდ დროს ვუთმობ, ჩემი ხელისგულები რომ ნახოს, სულ სხვაგვარად იფიქრებს - ამ დღეებში კაკალი დავბერტყე, დავარჩიე და ხელები
სულ გაშავებული მაქვს. რამდენიმე წლის წინ სოფელ ართანაში სახლი და ეზო ვიყიდე. ვგიჟდები იქაურობაზე, ისე შემიყვარდა, სულ იქ მინდა ყოფნა. ჩემი ეზოდან არაჩვეულებრივი ხედი მოჩანს, ირგვლივ საოცარი სიმშვიდეა და კავკასიონის მთების სილამაზეც თვალს ატყვევებს...

- როგორ ებრძვით სტრესს და როგორ ინარჩუნებთ მომხიბვლელ გარეგნობას?
- განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ... ახლა ჩემს ართანაში სახლს ვაშენებ, პანდემიის დროს ბოსტანიც გავაკეთე და კარგი მოსავალი ავიღე. ვენახი მაქვს და წელსაც მინდა ღვინო დავწურო... მშენებლობა რთული საქმეა, ამიტომ მთელი ზაფხული გზაში გავატარე. სულ გადარბენაზე ვარ. ვიცი, რომ ამას ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ვაკეთებ. ჩემი ნატვრაა, ისინი ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდნენ. მინდა ჩემმა შთამომავლობამ საქართველოში იცხოვროს. ეს ჩვენი სამშობლოა და არ უნდა ვფიქრობდეთ სხვაგან გაქცევაზე... მართალია, გვთავაზობენ, წავიდეთ და უცხოეთში ვიმუშაოთ იაფ მუშახელად, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნიდან არ წავალთ, აქ ვიქნებით და უფრო უკეთეს სახელმწიფოს ავაშენებთ, ვიდრე დღეს გვაქვს.

- ახლა თითქოს გზაჯვარედინზე ვართ, რადგან წინ არჩევნები გველოდება. საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებები აუცილებელია. თქვენ რას გვეტყვით?
- ცვლილებები აუცილებელია, უკვე გაუსაძლისი მდგომარეობა გვაქვს.
იმედი მაქვს, რომ მომავალი არჩევნები საქართველოში ბევრ რამეს შეცვლის. ჩემი პოზიცია­ ემთხვევა ბევრი მოქალაქის პოზიციას - ჩვენ არც წარსულში დაბრუ­ნება გვსურს და არც აწმყო­ გვაკმაყოფილებს. უკვე დავიღალეთ ერთისა და იმავეს მოსმენით. კი ბატონო, ვიცით იმ ცხრა წლის განმავლობაში რა ხდებოდა, მაგრამ ახლა რა ხდება?!

არ მაქვს სურვილი, პოლიტიკაში ვერეოდე,­ არც ის მინდა ვიცოდე, ვინ არის ან ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ან ეკონომიკის მინისტრი, მაგრამ მინდა ჩემს ქვეყანაში მშვიდად ვიცხოვრო, არ ვხედავდე მოხუცებს, რომლებიც ნაგავში­ იქექებიან, ან ხელგაშვერილები დგანან ქუჩაში - ეს ნამდვილი ტრაგედიაა! ქვეყანა,­ სადაც მოხუცებსა და ბავშვებს შიათ და უჭირთ, ქვეყანა აღარ არის. ამ დღეებში­ "დეზერტირების ბაზარში" გავედი და გაოგნებული დავრჩი - ხალხი არ არის, მხოლოდ გამყიდველები დგანან და კლიენტებს ელოდებიან. აღმაშენებლის გამზირზეც მომიწია გავლამ და იქაც აბსოლუტური სიცარიელეა. ამ ამბავმა ძალიან დამთრგუნა. სადაც გავიარე, ყველგან ყველაფერი მისახედია, ყველაფერი საშინელ მდგომარეობაშია!

- ყველაზე მეტად ჩვენს მოსახლეობას ლარის ბედი აღელვებს...
- ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც მე ძალიან მტკივნეულად შემეხო - რამდენიმე წლის წინ განვადებით მანქანა შევიძინე და იმ ფულით, რაც ამ წლებში გადავიხადე, სამ მანქანას ვიყიდდი, რადგან­ როცა გამოვიყვანე, 1 დოლარი 1,8 ლარი ღირდა და ჩემს თავს ამის უფლება­ მივეცი.­ ახლა კი დოლარი რა ღირს? უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ხალხს ძალიან უჭირს, მაგრამ იცით, რა მიკვირს? საქართველოში­ მშიერი ადამიანი ქუჩაში არასოდეს გამოდის და არ აპროტესტებს, რომ უჭირს. ყველამ ვნახეთ - საფრანგეთში ბენზინი­ ოდნავ რომ გააძვირეს, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ლამის მთელი საფრანგეთი დაინგრა, აქ კი ხალხს რეაქცია არაფერზე­ აქვს, ყველაფერს ეგუებიან მაშინ, როცა არ უნდა შეეგუონ. ყველაფერი ჩვენს ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენია და თუ მოვინდომებთ, შევძლებთ უკეთეს ქვეყნად ვაქციოთ.

მე 1990-იანი წლების შვილი ვარ, ამ 30 წელიწადში ბევრ ცუდს მოვე­სწარი, მაგრამ ჩემმა შვილიშვილებმა რა დააშავეს, რომლებიც აბსო­ლუტურად იმავე მდგომარეობაში არიან? შუქს, გაზსა და ელემენტარულ პირობებს გვამადლიან. ესე იგი, რადგან შუქი და წყალი გვაქვს, ყველა ბედნიერი უნდა იყოს?!
დასავლეთში არ მოსწონთ რომელიღაც­ კანონი ან გადაწყვეტილება? - მაშინვე აპროტესტებენ. კიდევ კარგი, გავრილოვის­ პარლამენტში მისვლა გავაპროტესტეთ და პროპორციული არჩევნები დავიცავით. მაშინ ყველა ერთსულოვანი იყო, მაგრამ ახლა?
ახლა თუ რამეს აპროტესტებ, "ნაცი" ხარ, თუ არ აპროტესტებ - "ქოცი"... არც ერთი ვარ და არც მეორე - რიგითი მოქალაქე ვარ, რომელსაც უნდა, რომ მისი ქვეყანა და ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს.

ამას წინათ, გოგი გვახარიას გადაცემას ვუყურებდი, სადაც 1990-იან წლებს აჩვენებდნენ, გამსახურდიას მთავრობის დამხობას და უცბად მივხვდი, რომ წინ არ წავსულვართ. მაშინ ხალხს უფრო მეტი ხალისი და იმედი ჰქონდა, ახლა ისიც აღარ შერჩა.
ჩვენი მთავარი უბედურება ის არის, რომ ისევ იმ ეპოქაში ჩავრჩით, ამიტომ ძალიან­ მაღიზიანებს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც კარდაკარ დადიან და ხალხს ოქროს კოშკებს ჰპირდებიან. დღევანდელი ჩინოვნიკები ხომ საერთოდ არაფერზე­ აგებენ პასუხს! მხოლოდ კაბინეტებში სხედან და ხელფასს იღებენ. რატომ უნდა მივცეთ ხმა იმ ხალხს, ვინც იმას არ აკეთებს, რაც ევალება?

- მდგომარეობა გაამწვავა პანდემიამ, თუმცა ოპოზიცია ამტკიცებს, კორონას მთავრობა ფარად იყენებსო.
- ასეთ კოზირს, ალბათ, ყველა მთავრობა გამოიყენებდა, რადგან მთავრობა ყოველთვის ყველაფერს სათავისოდ იყენებს. ერთი კითხვა მაქვს - რატომ არ დაკეტეს ბათუმი თავიდანვე, როცა იქ ვირუსი გაჩნდა? მე მთავრობაში, ალბათ, ვერასდროს მოვხვდები და ეს არც მინდა, მაგრამ ბათუმს დავკეტავდი, იქ ახალ დამსვენებლებს აღარ შევუშვებდი. თუ იქ დარჩენილებს ტესტირებას ჩაუტარებდნენ, ვირუსი მთელ საქართველოში აღარ გავრცელდებოდა, თუმცა ხალხიც არ იცავს წესებს.

- დღეს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს არც "ოცნება" მოსწონს და არც "ნაციონალები". თქვენ თუ ხედავთ ქართულ პოლიტიკაში ხალხს, ვის მიმართაც შეიძლება ასეთ ადამიანს სიმპათია ჰქონდეს?
- ასეთი პოლიტიკოსი ბევრი არ არის, მაგრამ მიხარია, რომ მაინც არიან. ძალიან მომწონს ანა დოლიძე - ჭკვიანი, ლამაზი, სამართლიანი ქალბატონი. არანაკლებ მომწონს ანა ნაცვლიშვილი, ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა. "ქართულ ოცნებაში" თამარ ჩუგოშვილი მომწონდა - საოცრად ჭკვიანი და კარგი გოგო, რომელმაც მერე დატოვა "ოცნება". დღეს ბევრი საინტერესო პოლიტიკოსი ქალი გამოჩნდა, ამიტომ, მივესალმები, თუ ქვეყნის პირველ პირებად ქალებს ვიხილავ.

- მამაკაცები რომ არ დაიჩაგრონ, მათ შორის თუ გყავთ რჩეული პოლიტიკოსი?
- მამაკაცებს შორის განსაკუთრებით მომწონს გიგა ბოკერია, რომელიც გამოცდილი და კარგი პოლიტიკოსია. გიგა ისეთი ნიჭიერია, რომ მის აზროვნებას სხვები, მგონი, ვერც ეწევიან. ვფიქრობ, მის ინტელექტსა და პოტენციალს გამოყენება სჭირდება. ცოტა ხისტი ხასიათისაა, მაგრამ ძალიან ჭკვიანია. რაც ყველაზე მთავარია, ყველას ვთხოვ - მივიდეთ არჩევნებზე! შეიძლება ვიღაც მოგვწონდეს, ვიღაც არა, მაგრამ ჩვენი სიმპათია-ანტიპათია საარჩევნო ყუთთან უნდა გამოვხატოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე

nia
19 ოქტომბერი 2020 01:19
ნაცი?? მერე რა ტყუილს ამბობს??
ნაცებმა 9 წელი, კოცებმა 8+ წელი---შედეგი ბატონო სედეგი???
ამიტომ არ მაინტერესებს ვინ არის--პაქტი მაინტერესებს გამოტვიი...ნებულებო.ასე მონურად როდემდე უნდა იცხოვროტ??
გაიძახიტ ნაციაო, გავიგეეეტ!! კოცებმა რა სიკეტე მოუტანესდამშეულს ხალხს?? უპრო მეტი გარბის და ეს აცყობტ მატ, ტანაც კარგად შეხმატკბილებულან ნაცებტან!!!!
ანა
18 ოქტომბერი 2020 20:36
გინდ "ნაცი" იყოს და გინდ, "ქოცი", მაინც მაგარი ქალია, რადგან სიმართლეს ამბობს !
ქეთი
18 ოქტომბერი 2020 20:22
ნაცი არ ვარო,გვიმტკიცებს და ვინც ჩამოთვალა,ყველა ოდიოზური ნაცია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები