"ქმარი­ ჩემს დანახვაზე გაოგნდა და ცოლს გადაულაპარაკა,"შენი დევნა არ მეყო­ფოდა, ახლა ამას მადევნინე, მანქანას რამე არ დამართოსო"
"ქმარი­ ჩემს დანახვაზე გაოგნდა და ცოლს გადაულაპარაკა,"შენი დევნა არ მეყო­ფოდა, ახლა ამას მადევნინე, მანქანას რამე არ დამართოსო"
"ჩემი სამუშაო დღე შეკვეთით იწყება. გვაქვს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი გვიკავშირდება, მივდივარ ადგილზე, ვეცნობი სიტუაციას და მომყავს მანქანა. პირველად აუცილებლად დიაგნოსტიკას ვუტარებ, ვიგებ, რომელი სავალი ნაწილია დაზიანებული, ვწერ სიას და შემდგომ ვიწყებ საყიდლებზე სიარულს... დღის განმავლობაში ორ გამოძახებაზე მეტს ვერ ვასწრებ, რადგან შრომატევადი საქმეა, სულ მოძრაობა მიწევს ხელოსნიდან მაღაზიებში, მაღაზიიდან ხელოსნებში"

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იფიქროს, რომ ეს კაცის საქმეა და ქალმა არ უნდა აკეთოს, მაგრამ შორენა ასე არ ფიქრობს. მისი
აზრით, ქალსაც და კაცსაც ერთნაირი უნარები აქვთ გამოწვევების გასამკლავებლად. შორენა ხორნაული პროფესიით ჟურნალისტია, ხალხთან კომუნიკაციის უნარმა მუშაობა ჯერ ტურისტულ კომპანიაში, შემდგომ კი ავტოასისტენტად დააწყებინა. მოკლედ, მას მიჰყავს თქვენი მანქანა კონკრეტული მოდელის საუკეთესო ხელოსანთან, ანახებს და ხარჯთაღრიცხვასაც შეგიდგენთ. თუ მოგეწონებათ ფასი და დაუდასტურებთ, ავტოასისტენტი თქვენს მანქანას
შეკეთებულს, თანაც გარანტიით დაგიბრუნებთ.

როგორც შორენა ამბობს,­ ავტოასისტენტობა მანქანების­ დიდმა სიყვარულმა გადა­აწყ­ვეტინა. ავტომობილები ბავშვობიდანვე აინტერესებდა.

- ხელოსნები ცდილობენ დამეხმარონ და ხელი შემიწყონ, რადგან უცნაური სანახავია ავტოასისტენტი ქალი. გამოძახებაზე რომ მივდივარ, მომხმარებლისთვისაც მოულოდნელია ჩემი დანახვა. იმედია, ბევრ ქალს მივცემ მაგალითს და დავარწმუნებ, რომ არ არსებობს ქალისა და კაცის საქმე და არ არსებობს ვალდებულება, რომელიც მხოლოდ კაცებს შეუძლიათ აიღონ თავზე.

ავტოასისტენტად მუშაობა დიდი ხანი არ არის, რაც დავიწყე, გასაუბრებაზე მისულს კარგი გარემო და მორგებული­ გრაფიკი დამხვდა. ვიფიქრე, რატომაც არ უნდა ვცადო, მანქანები მიყვარს და ნაწილებშიც ვერკვევი-მეთქი. 16 წლისას უკვე საკუთარი მანქანა მყავდა, მას შემდეგ 10 მანქანა გამოვიცვალე და ამ ხნის განმავლობაში კარგად შევისწავლე სხვადასხვა­ ავტომობილის ცვეთადი ნაწილები.

ჩემი სამუშაო დღე შეკვეთით იწყება. გვაქვს აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი გვიკავშირდება, მივდივარ ადგილზე, ვეცნობი სიტუაციას და მომყავს მანქანა. პირველად აუცილებლად დიაგნოსტიკას ვუტარებ, ვიგებ, რომელი სავალი ნაწილია დაზიანებული, ვწერ სიას და შემდგომ ვიწყებ საყიდლებზე სიარულს.

ქალისთვის ტანისამოსის მაღაზიებში­ სიარულია ბედნიერება, მე კი ბედნიერი­ ვარ, მანქანის ნაწილების საყიდლად რომ დავდივარ. მყავს ისეთი ხელოსნები, რომლებსაც ვენდობი და ისინიც ცდილობენ საქმე საუკეთესოდ გააკეთონ. დღის განმავლობაში ორ გამოძახებაზე მეტს ვერ ვასწრებ, რადგან შრომატევადი საქმეა,­ სულ მოძრაობა მიწევს ხელოსნიდან მაღაზიებში, მაღაზიიდან ხელოსნებში და ასე შემდეგ.

ჩვენი კომპანიით ხალხის ის კატეგორია სარგებლობს, რომელსაც გადატვირთული გრაფიკი აქვს და ვერ ახერხებს ავტომობილის მიყვანას სახელოსნოში. რაც შეეხება გამოძახებებს, ყველანაირი გამოძახება მომდის, დაწყებული ტექდათვალიერებით, დამთავრებული ათასი წვრილმანით.

ვცდილობ უკმაყოფილო არავინ დავტოვო. რამდენიმე დღის წინ გოგონამ გამომიძახა და რომ მივედი,­ ქმართან ერთად დამხვდა. ქმარი­ ჩემს დანახვაზე გაოგნდა და ცოლს გადაულაპარაკა,"შენი დევნა არ მეყო­ფოდა, ახლა ამას მადევნინე იმის შიშით, მანქანას რამე არ დამართოსო.
არის შემთხვევები, როდესაც საქმეს დღის პირველ ნახევარში ვამთავრებ და დანარჩენ დროს ჩემს 9 წლის გოგონასთან ვატარებ.

ხანდახან ვფიქრობ, რომ არა ეს საქმე, ალბათ, სამაშველო სამსახურის თანამშრომელი ვიქნებოდი, რადგან მიყვარს, ხალხის დახმარება. ამასთან, სულ ვცდილობდი სტერეოტიპის დარღვევას, რომ ქალი სუსტი არსებაა. სინამდვილეში, ქალები თითქმის ყველა საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართული.
საქართველოში ავტოასისტენტობა, მით უმეტეს, ქალისთვის, ჯერ უცხო ხილია, მაგრამ სულაც არ არის დაუძლეველი. მიხარია, რომ ვარ მეორე ქალი, ვინც ამ საქმით არის დაინტერესებული."

ზურა სოლომნიშვილი
ედიკა
19 ოქტომბერი 2020 11:51
შეშის დასჩეხად იარე გამოძახებით, როგორც მე და შეთავსებით, ბლოკები უზიდე ხელოსნებს მშენებლობაზე, აი მერე მითხარი ქალი და კაცი ერთიაო,,როგორც კაცი, ასევე ქალიც ყველაფერს შეძლებსოოოოო.
მანო
18 ოქტომბერი 2020 21:19
წარმატება და წინსვლა
zaza
18 ოქტომბერი 2020 19:10
უფალმა დაგლოცოს. გაიხარე.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები