"მოგეხსენებათ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია..." - რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს - კვირის პალიტრა

"მოგეხსენებათ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია..." - რისკენ მოუწოდებს ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს

ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან შეხვედრები ღია სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს, მოსახლეობასთან შეხვედრები გარე სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ.

ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მოგეხსენებათ ქვეყანაში დიდი პოლიტიკური პროცესია, წინასაარჩევნო პერიოდია. მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, იყოს ხშირი შეხვედრები, გარე სივრცეში და იქაც გამოვიყენოთ პირბადე, როგორც პოლიტიკოსებმა, ასევე საზოგადოებამ, ვისაც ისინი ხვდებიან. ამით უფრო მეტი პრევენცია იქნება ქვეყანაში ვირუსის გავრცელების", - განაცხადა გამყრელიძემ.