ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინით
ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვინ ისარგებლებს პირველ ეტაპზე გრიპის ვაქცინით
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში უკვე შემოვიდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული წარმოების ვაქცინა. გამყრელიძის ინფორმაციით, ოქტომბრის მეორე ნახევარში შემოვა დანარჩენი 110 ათასი დოზა ვაქცინა.

ამასთანავ, გამყრელიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო მუშაობს დამატებით 100 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზეც.

"გუშინწინ შემოვიდა და გუშინ დასაწყობდა 25 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4- ვალენტიანი ფრანგული წარმოების ვაქცინა. დღეს ის უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს
135 ათას დოზაზე აქვს კონტრაქტი და დანარჩენი 110 ათასი დოზა შემოვა 23 ოქტომბრის კვირაში. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის. ესენი არიან, პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და
მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ავადმყოფები, ვინც იმყოფებიან მკურნალობაზე, ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც გადიან მკურნალობას და დიალიზზე მყოფი პაციენტები. შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები - ესენი არიან, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მხედველობაში მაქვს ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ. ამასთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ, რომ დამატებით კიდევ სახელმწიფომ 100 ათასი დოზის მობილიზაცია გააკეთოს, რომლის შემოსვლის ალბათობა არის ისევ და ისევ ოქტომბრის ბოლო და ნოემბრის შუა რიცხვები," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ოქტომბრის ბოლოდან და ნოემბრის დასაწყისში სხვა რესპირატორული ინფექციებიც გააქტიურდება და კორონავირუსისა და ამ ინფექციების დამთხვევამ შესაძლოა გაამწვავოს ვითარება.

"მოგეხსენებათ, რომ ნოემბრიდან სხვა რესპირაციული ინფექციები აქტიურდება ქვეყანაში. მათ შორის, ალბათ, ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსიც და კიდევ სხვა ვირუსები იწყებენ ცირკულაციას. იქნება გარკვეულწილად ზედდება. ამაზე ორი მოსაზრებაა, რომ ამ ზედდებამ შეიძლება შეამსუბუქოს გრიპის მიმდინარეობა და სამხრეთ ნახევარსფეროს გამოცდილება ამას გვიჩვენებს და მეორე მხრივ, ამ ზედდებამ შეიძლება, პირიქით, სინერგიის ეფექტით, გააძიეროს, ამიტომ მზადყოფნა უნდა იყოს," - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები