როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-14 ოქტომბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 12-14 ოქტომბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12-14 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი.

მათივე ინფორმაციით, 15 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლებელია მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი.

რაც შეეხება თბილისსი, სააგენტოს ცნობით, თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.