საქართველოში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში მე-8 პაციენტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში მე-8 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 93-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ჯამში, ამ დროისთვის ვირუსით ინფიცირებულია 12 272 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 6538 ადამიანს შეადგენს.