საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - 9 პაციენტი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - 9 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12841 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 6867-ს შეადგენს.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იხილეთ ვიდეო