"მოგიყვებით იმ სიმპტომების შესახებ, რაც მე გამომივლინდა" - "TV პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

"მოგიყვებით იმ სიმპტომების შესახებ, რაც მე გამომივლინდა" - "TV პირველის" ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

"TV პირველის" ჟურნალისტს, სიმონ შანავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და ვირუსის სიმპტომებს აღწერს.

"მოკლედ მოგიყვებით იმ სიმპტომების შესახებ, რაც მე გამომივლინდა.

დღე 1 -ვიგრძენი ყელის ტკივილი მაგრამ 2 საათში გამიარა.

დღე 2 - თავის საშინელმა ტკივილმა შემაწუხა.

დღე 3 - მომცა სიცხე 37.3 .

დღე 4 - დავკარგე ყნოსვის შეგრძნება.

დღე 5 - ყნოსვასთან ერთად გემოს შეგრძნებაც დავკარგე.

დღე 6 - არ მაქვს სიცხე, არც ყელი მტკივა და არც ვახველებ. უბრალოდ, სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ", - წერს ჟურნალისტი "ფეისბუქზე".