"შეიქმნება ჯგუფები, სადაც იქნებიან რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი და სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთა უშუალო ჩართულობაც მოხდება თითოეულ კლინიკაში"
"შეიქმნება ჯგუფები, სადაც იქნებიან რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი და სამინისტროს წარმომადგენელი, რომელთა უშუალო ჩართულობაც მოხდება თითოეულ კლინიკაში"
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი კლინიკური ჯგუფის წევრებთან შეხვედრას მართავს.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანა უფრო აქტიურ მართვის ფაზაზე გადავიდა, რისთვისაც მნიშვნელოვანია კლინიკური ჯგუფის გააქტიურება.

"ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ გადავედით უფრო აქტიურ მართვის ფაზაზე და ნამდვილად მნიშვნელოვანია პრაქტიკოსი ექიმების უფრო მეტად ჩართვა ოპერატიული მართვის დონეზე. მივიღეთ გადაწყვეტილება თუ ვინ იქნებიან ის დამატებითი წევრები, რომლებიც კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ ითანამშრომლებენ ჩვენს კლინიკებთან, რომ უფრო აქტიურად მოხდეს პაციენტებზე
მონიტორინგი”, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება სწრაფი რეაგირების მობილური ჯგუფები რომლებიც რეანიმატოლოგის, ინფექციონისტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტება.

"დღეს ვგეგმავთ დამატებით განვიხილოთ ყველა ის რეკომენდაცია და გაიდლაინი, რომელიც დღემდე იყო შემუშავებული და შევიტანოთ სიახლეები იმ საჭიროებებიდან გამომდინარე რომელიც პრაქტიკული მუშაობიდან დავინახეთ რომ
საჭიროა. შეიქმნება ჯგუფები რომლებიც შემდგარი იქნება რეანიმატოლოგისგან, ინფექციონისტისგან და სამინისტროს წარმომადგენელი იქნება ამ გუნდში, რომელთა უშუალო ჩართულობაც მოხდება თითოეულ კლინიკაში”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები